ეს წიგნი მოკლე სახელმძღვანელოა ისლამის შესაცნობად. ის სამი თავისგან შედგება. პირველი თავი ჴ “ისლამის ჭეშმარიტების დამადასტურებელი ფაქტები”, იმ კითხვებზე გასცემს პასუხს, რომლებიც ხშირად უჩნდებათ ადამიანს.
1) ყურანში ზუსტად არის გადმოცემული ღვთის იერ ნაქადაგები სიტყვა?
2) მუჰამედი* მართლაც ღვთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია?
3) ისლამი მართლაც ღვთიური რელიგიაა?
ამ თავში ექვსი სახის ფაქტია ნახსენები:
1) მეცნიერული სასწაულები წმინდა ყურანში: ამ სექციაში განხილულია (ილუსტრაციებით) 14 საუკუნის წინ დაწერილ ყურანში ნახსენები ფაქტები, რომლებიც მეცნიერებამ სულ ახლახან აღმოაჩინა
2) ყურანის ყველა თავის ერთნაირი ხელოვნებით შექმნის შესაძლებლობა: ადამიანებისათვის გადაცემულ წმინდა ყურანში ყველა თავი ერთნაირად სრულყოფილია. ყურანის შექმნიდან 14 საუკუნის მანძილზე, დღემდე კაცობრიობის ისტორიაში ასეთი სრულყოფილი ნაწარმოები არ შექმნილა, მიუხედავად იმისა, რომ ყურანის ყველაზე პატარა თავი (108-ე თავი) სულ ათი სიტყვისგან შედგება.
* ეს არაბული სიტყვები ნიშნავს: “დაე, ღმერთმა ადიდოს მისი სახელი და დაიფაროს იგი ნაკლოვანებისგან”.
3) ბიბლიაში არსებული წინასწარმეტყველება ჴ ისლამის მქადაგებლის მოსვლის თაობაზე: ამ სექციაში განხილულია ბიბლიაში არსებული წინასწარმეტყველება მუჰამედის* მოსვლის თაობაზე.
4) ყურანში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით ახდა: ყურანში ნახსენებია მოვლენები, რომლებიც მოგვიანებით ახდა. მაგალითად, რომაელების გამარჯვებაირანელებზე.
5) ღვთის შუამავალ მუჰამედის* მიერ მოხდენილი სასწაულები: ღვთის შუამავალმა მუჰამედმა ბევრი სასწაული მოახდინა. უამრავი ადამიანი იყო ამ სასწაულების მოწმე.
6) მუჰამედის* ცხოვრება: ამ თავში საუბარია იმაზე, რომ მუჰამედი* არ იყო ცრუ შუამავალი და იგი ამ საქმიანობას მატერიალური სარგებლის, დიდებისა და ძალაუფლების მოსახვეჭად არ ეწეოდა. ამ ექვსი ფაქტის გაცნობის შემდეგ, ჩვენ ვასკვნით, რომ: _ ყურანი მართლაც ღვთის სიტყვაა, რომელიც მან გადმოგვცა. _ მუჰამედი მართლაც ღვთის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია. _ ისლამი ჭეშმარიტად ღვთიური რელიგიაა.
რელიგიის ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენ ჩვენს გრძნობებს, ემოციებს და ტრადიციებს არ უნდა ფავეყრდნოთ. ამს სჯობია, ჩვენს გონებასა და ინტელექტს
მივენდოთ. როცა ღმერთმა შუამავლები წარმოგზავნა, მან ისინი წინასწარჭვრეტისა და სასწაულების მოხდენის ნიჭით დააჯილდოვა, ეათა შესძლებოდათ იმის დამტკიცება, რომ ისინი მართლაც ღვთის მიერ გამოგზავნილი შუამავლები იყვნენ და მათ მიერ ნაქადაგები რელიგია ჭეშმარიტი იყო. მეორე თავში - “ისლამის უპირატესობები” ჴ განხილულია ის უპირატესობები, რომლებსაც ისლამი ადამიანს ანიჭებს. მაგალითად:
1) სამარასიდო სამოთხის კარი.
2) ხსნა ჯოჯოხეთის ცეცხლიდან.
3) ნამდვილი ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე.
4) ჩადენილი ცოდვების მიტევება.
მესამე თავში ჴ „ნიშვნელოვანი ინფორმაცია ისლამზე“ ჴ მოცემულია ინფორმაცია ისლამზე, რომელიც გვეხმარება მცდარი წარმოდგენის შეცვლაში და ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს გვცემს. მაგალითად ისეთზე, როგორიცაა:
_ რას ამბობს ისლამი ტერორიზმზე?
_ რა მდგომარეობა იჭირავს ქალს ისლამში?
